saqarTvelos mwvervalebi - sulxan-sabas mwvervali
სულხან-საბას მწვერვალი - მწვერვალი სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ზესხოს (ცხენისწალის ერთ-ერთი შემდგენელი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3500 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. 1938 წელს მწვერვალზე ავიდა ქართველ ალპინისტთა ჯგუფი ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით და ეს სახელი დაარქვა სულხან-საბა ორბელიანის პატივსაცემად.